საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება, - ამის შესახებ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს იმერეთის რეგიონში 1218-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო წელს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილია 1348 პირი.
ანზორ თოთაძის განცხადებით, ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 45 წელია, უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მისივე თქმით, კლება ძირითადად არის ქართველი მოსახლეობის ხარჯზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"