„აგროჰაბი“ მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას სთავაზობს

საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საცალო გაყიდვების სფეროში უპრეცენდენტო პროექტს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აგროჰაბიდან“ აცნობეს, საახალწლოდ მომხმარებელს ჰიპერმარკეტი სთავაზობს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას, რომელიც მათთვის 31 დეკემბერს გამზადდება.

„საახალწლო ციებ-ცხელების პერიოდში ეს არის ძალიან დიდი შეღავათი, რომელიც მომხმარებელს აარიდებს რიგებს, საცობებს და უამრავ დისკომფორტს.

InterPressNews.Geტრადიციული ქართული საახალწლო სუფრების კერძების გათვალისწინებით შეირჩა სამი ტიპის მენიუ - სამარხვო (თევზით დატვირთული), ტრადიციული და საახალწლო ნადიმი.

თითოეული სუფრა გათვლილი 5-6 კაციან ოჯახზე და მათ სტუმრებზეც კი. სტანდარტული მენიუების გარდა, მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს ექსტრა კერძები, რომლითაც გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს ამა თუ იმ მენიუს.

შეკვეთების მიღება დაიწყება 15 დეკემბრიდან და გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით. საახალწლო სუფრის შეძენას მომხმარებელი შეძლებს ადგილზე, „აგროჰაბში“ (მარშალ გელოვანის #22) ან ვებ-გვერდზე agrohub.ge“, - აღნიშნულია „აგროჰაბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია