07.07.2025 / 08:38
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „მწვანე ბარათის“ სისტემა უნდა გაუქმდეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „მწვანე ბარათით“ აშშ-ში ქვეყნების საუკეთესო წარმომადგენლები არ ჩადიან და შესაბამისად, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.

„არსებობს აშშ-ში მოხვედრის ასეთი საშუალება, სავიზო ლატარეა. ფიქრობთ, ეს ქვეყნები თავიანთ საუკეთესო წარმომადგენლებს გვიგზავნიან? არა, ისინი თავიანთ ცუდ წარმომადგენლებს გვიგზავნიან“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აშშ-ს კონგრესმა უნდა გააუქმოს სავიზო ლატარეა და ჯაჭვური მიგრაცია.

„ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის ისეთი სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკელი ოჯახების, ამერიკელი გადამხდელებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ტერორისტებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ნიუ-იორკზე და რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი აშშ-ში სავიზო ლატარეის სისტემის მეშვეობით მოხდა“.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს