გედევან ფოფხაძე - სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი ინტერესი და ვალდებულება, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება

ჩვენ სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი ინტერესი და ვალდებულება, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი.

„ჩვენ სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი ინტერესი და ვალდებულება, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის პრესტიჟიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ გამოცხადება, საწყენი იყო, მაგრამ როცა ხალხს ართმევდნენ ქონებას, არბევდნენ, იყო სისტემური დანაშაულები და სრული განუკითხაობა, მაშინაც უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ პოლიტიკური მეთოდებით დაემთავრებინათ ეს ამბავი და სააკაშვილი არ ჩამოყალიბებულიყო საბოლოო დამნაშავედ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა