აკაკი ბობოხიძე გიორგი კვირიკაშვილს დადიანების ტყე-პარკის და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს დადიანების ტყე-პარკის და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართავს.

როგორც ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

”თქვენთან ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი, როცა ეკონომიკის მინისტრი ბრძანდებოდით. ერთ-ერთი წარმატებული სფერო, რასაც თქვენც აღიარებთ, არის ტურიზმი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლების 90% პრომეთე-სათაფლიას და მარტვილი-ოკაცეს კანიონის დაცული ტერიტორიებიდან მიღებული შემოსავლით მოდის. მე თქვენ დადიანისეული ტყე-პარკის აღდგენის თაობაზე გელაპარაკეთ, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. აღდგენის პროექტი, თუკი მოგეწონებოდათ, გამზადებული იყო და 2013 წელს უნდა დაწყებულიყო, ხოლო თუ არა - ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ. მდგომარეობა სამარცხვინოა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ თქვენი ხელისუფლების ბრალი. ზოგადად, ეს არის ჩვენი სამწუხარო ისტორია. მდგომარეობა კიდევ უფრო სამარცხვინო გახდა, რადგან ტურისტული ბილიკი პირდაპირ დადიანისეულ ტყე-პარკზე გადის და მდგომარება არის საშინელი. ეს არის დადიანების იტალიელი მებაღეების მიერ გაშენებული ტყე-პარკი, რომლის მსგავსი საქართველოში პრაქტიკულად არ არის. ტერიტორიულად არის ყველაზე დიდი. ჩვენი იდეა იყო, რომ კომერციული თვალსაზრისით აღგვედგინა - სასახლე უნდა აღმდგარიყო ზუსტად ისე როგორ იყო, მაგრამ მას სასტუმროს ფუნქცია დაკისრებოდა. თუ ამ გზით არ წავალთ, სულ მცირე უნდა აღდგეს, როგორც კულტურის ძეგლი”, - მიმართა ბობოხიძემ გიორგი კვირიკაშვილს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს