მიხეილ გიორგაძე გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იმ ქართველ მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება, რომლებიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის პროექტში არიან ჩართულები.

როგორც მიხეილ გიორგაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პირველი სამუშაო შეხვდრა, სადაც ამ საკითხზე, მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელებისგან სამომავლო გეგმებს მოისმენს. შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ წუთებში,დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

"როგორც ცნობილია, ყველა მიმართულებაზე ხელმძღვანელობა მე პირადად ავიღე, მათ შორის, ოპერაციული ხლმძღვანელობა. დღეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მიმართულებების ხელმძღვანელები წარმომიდგენენ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა აქამდე, ასევე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. დღევანდელი ანგარიშის შესაბამისად უკვე დავნიშნავ კონკრეტულ შეხვედრებს და კონკრეტულ დავალებებს გავცემ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო