სუს-ში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განაცხადა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილის უფლებას. ასევე ბრალის წარდგენის შემდგომ გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა დაკავებული წარდგენილ ბრალდებას.

როგორც უკვე ცნობილია, ადვოკატი შეხვდა საქმის გამომძიებელს და გაეცნო რიგ საკითხებს.

მაია სირაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ანატოლი ბერძენიშვილის სახაზინო ადვოკატთან, ელდარ გვალიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც მაია სირაძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ საკითხთან დაკავშირებით და სახაზინო ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქმის შესწავლა მოსთხოვოს როგორც სახალხო დამცველს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას.

საქმე ეხება სახაზინო ადვოკატის მიერ რიგ მედიასაშუალებებთან გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ბერძენიშვილს ურთიერთობა ჰქონდა, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილთან, ასევე ახმედ ჩატაევთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თბილისში, გუშინ საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

”დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ სუს-ში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს