თეთრი სახლი - ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, სირიაში თურქი სამხედროების ქმედებები შეზღუდოს და ასევე თავიდან აიცილოს მსხვერპლი მოსახლეობას შორის.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს მოუწოდა სიტუაციის დეესკალაციას მიაღწიოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზრდა თავიდან აიცილოს.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფრინში ძალადობის ესკალაცია ხელს შეუშლის სირიაში საერთო მიზნების მიღწევას.

„აშშ-ს პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ანკარამ ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო მიზანზე, „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით