„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ზუგდიდის, წალენჯიხისა და სენაკის იმ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლებმაც დეკლარაცია არასრულად შეავსეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლებმაც დეკლარაცია არასრულად შეავსეს, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. კვლევის თანახმად დეკლარაცია არასრულად შეავსეს, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე დაზმირ ძიმცეიშვილმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსიამ.

თანამდებობის პირთა ნაწილი, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ 2017 წლის კვლევაში არადეკლარირებული ბიზნესის გამო მოხვდნენ, აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მიერ ნახსენებ შპს-ებთან არაფერი აკავშირებთ და ისინი წლების წინ დაიხურა. მათი განმარტებით, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში არც ფულადი ბრუნვა ყოფილა და დეკლარაციაში აღნიშვნა საჭიროდა არ ჩათვალეს. რაც შეეხება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანს და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსიას, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თავის მხრივ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კვლევაში წარმოდგენილ ყველა კომპანიას დღესაც აქტიურის სტატუსი აქვს, თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები კი მათ მეწილეებად ან/და დირექტორად არიან მითითებული.

„კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში “აქტიურის” სტატუსით. შესაძლებელია კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან“, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება