სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა ”ორქისმა ” სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მე-3 ფაზას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა ”ორქისმა ” სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, მხარის მუნიციპალიტეტებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შემდეგი თემები: ნარჩენებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები; საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის დაგეგმვა და სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე;

შეხვედრას ნარჩენების მართვის ექსპერტი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა ჩიკვილაძე და გარემოს მონიტორინგის ექსპერტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბუაჩიძე უძღვებოდნენ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს