თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე უტარდება სამედიცინო დახმარება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"