პრემიერ-მინისტრი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.

სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს