მიხეილ ჩხენკელი - ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს. "ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის", - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის სამძიმრის წერილში.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა