"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ

"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

ხმალაძის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს.

"მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი იმის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით.

ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დრღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი,"- განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თმით, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.

"საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს "სითი პარკი", ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. არანაირდ არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან,"- განაცხდა ხმალაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად