გიორგი ჩოგოვაძე - გუდაურში მომხდარით ქვეყანამ გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო - გავაათკეცებთ მუშაობას ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის

ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაშავებული ტურისტების მონახულების შემდეგ განუცხადა. როგორც ჩოგოვაძე აღნიშნავს, ყველა დაშავებულს მომავალ ზამთრის სეზონზე საქართველოში მოიწვევენ, მათ მოგზაურობას კი ”მთის კურორტების კომპანია” დააფინანსებს.

„ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში რჩება ოთხი დაშავებული, აქედან ერთი დღეს გაეწერება. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს და მათ თანმხლებ პირებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ასევე შევთავაზეთ მათ მომავალი ზამთრის სეზონზე საქართველოში სტუმრობა და ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია და გამოხატეს ჩვენთან სტუმრობის სურვილი. მომავალ ზამთრის სეზონზე ამ დაშავებულ ადამიანებს და თანმხლებ პირებს მოვიწვევთ და ”მთის კურორტების კომპანია” აანაზღაურებს მათ მოგზაურობას.

რა თქმა უნდა, გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო ქვეყანამ ამ ფაქტის გამო. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, მათ შორის ჩვენი საზოგადოების წევრების მხრიდან. ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის, ჟურნალისტების მოწვევა იქნება ეს თუ სარეკლამო კამპანია", - განაცხდა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ექსპერტებს, როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტები მუშაობენ გუდაურში და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი წინასწარი შეფასება, თუ რა მოხდა საბაგიროზე.

„როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა, სავარაუდო მიზეზებისა და გამოძიების პირველადი შედეგების შესახებ ცნობილი არ არის“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს