ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გუდაურში დაშავებული ორსული კლინიკას 24 საათის განმავლობაში დატოვებს

გუდაურში დაშავებული ორსული „მედიქლაბ ჯორჯიას“ 24 საათის განმავლობაში დატოვებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც „მედიქლაბ ჯოჯრიაში“ მოთავსებული ფეხმძიმე მოინახულა.

ზაზა სოფრომაძის თქმით, შვედი ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია. იგი 15 კვირის ორსულია, თუცა არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს, პაციენტს კონსერვატიული მკურნალობა ჩაუტარდა და უახლოესი 24 საათის განმავლობაში პაციენტი შეძლებს დატოვოს კლინიკა. მისი ტრასპორტირება რეანომობილით მოხდება, ხოლო შემდეგ შესაბამისი ავიარეისით ქვეყნიდან გაემგზავრება.

„დაშავებულს არანაირი განსაკუთრებული მკურნალობა არ ჩატარებია. მას დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. სიმპტომატურად თუ რაიმე დასჭირდებოდა, ექიმები ადგილზე იყვნენ. რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. თავად პაციენტი კმაყოფილია და მადლობელია აღმოჩენილი დახმარებისთვის. კლინიკას იგი 24 საათის განმავლობაში დატოვებს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, დღეს მან ღუდუშაურის კლინიკაში ასევე მოინახულა გუდაურში დაშავებული ოთხი პაციენტი და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა