გიგა ბოკერია - ”ქართული ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, რომ უკვე მოვედით ხელისუფლებაში

მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ - ”ევროპულ საქართველოსა” და ”ქართულ ოცნებას” შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ილუზია არ აქვს, რომ ”ქართული ოცნების” საზიანო, მავნებლური ან პასიური პოლიტიკა ქვეყნის დასაცავად ფუნდამენტურად შეიცვლება.

”ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, რომ უკვე მოვედით ხელისუფლებაში. მინდა დაგამშვიდოთ, ეს ჯერ არ მომხდარა. ეს მოხდება, მაგრამ რომ მოხდება, გაიგებთ ძალიან მკაფიოდ. ასევე მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ - ჩვენ გუნდებს შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა. არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ”ქართული ოცნების” საზიანო, მავნებლური ან პასიური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ფუნდამენტურად შეიცვლება. ჩვენ შორის რჩება ისეთივე განსხვავებები, როგორიც იყო. არ არის საჭირო ბევრი ხაზგასმა და კბილების ღრჭიალი, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, ლაპარაკი უნდა იყოს საქმეზე და საქმიან შედეგზე”, - განაცხადა ბოკერიამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს