„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გუდაურში არსებულ არც ერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

”სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია. ამის დასადასტურებლად, ისიც საკმარისია, რომ გუდაურში არსებულ არც ერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი პირველადი დასკვნა შესაძლოა გულისხმობდეს საბაგირო გზების შიდა, ლოკალურ ელექტროქსელში დაფიქსირებულ რაიმე სახის ხარვეზს, თუნდაც ძაბვის ვარდნას. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ლოკალურ ქსელში არსებულ ხარვეზზე ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც ექნება იმ მიზეზის გამო, რომ არ ახორციელებს აღნიშნული ქსელის ექსპლუატაციას, შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი მის გამართულ ფუნქციონირებაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია”, - ნათქვამია განცხადებაში.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა