ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს ადმინისტრაციამ სკრიპალის საქმეზე საპასუხოდ მიიღო.
საკონსულოს დახურვის მიზეზად დასახელებულია, რომ ის საზღვაო ძალების ბაზასა და საავიაციო კომპანია „ბოინგთან“ ახლოს მდებარეობს.
როგორც ცნობილი გახდა, სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავის გაძევება გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"