დავით უსუფაშვილი - სააკაშვილმა თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას დაიწყებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას მორიგ სპექტაკლად აფასებს.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ მიმართვით ერთის მხრივ სააკაშვილმა მის თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას დაიწყებს. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართვა, რომლის ანალოგსაც მომავალშიც ვიხილავთ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაა გამნიზნული.

„ხელისუფლებამაც და მისმა ოპონენტმაც, პატივცემულმა სააკაშვილმა კარგად დაინახეს, რომ ამ სპექტაკლით ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი, ადვილად დასაყოლიებელი ხდება, რათა ხმა მისცენ. ახლა ხდება მორიგი საფრთხის წარმოჩენა. ეს არ იქნება ბოლო მიმართვა. ამ მიმართვით სააკაშვილი ერთის მხრივ შეეცდება თავისიანებს შეახსენოს, რომ არფერი შეგეშალოთ, ისევ მე ვარ თქვენი ლიდერიო, მეორე მხრივ ოცნების წარმომადგენლები შეეცდებიან ამ ყველაფრის გაპიარებას, რომ აი, ისევ სააკაშვილის საფრთხე გვაქვსო. ეს სპექტაკლი ვნახეთ, მე ამის ყურებას კიდევ აღარ ვაპირებ და იმედია ასე იქნება საზოგადოება. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე გვჭირდება კანდიდატების პაექრობა საქართველოს სასიკეთოდ და არა ამ ტიპის გამოსვლები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა