დავით ბაქრაძე - უმრავლესობას ვთავაზობთ, ერთობლივად ვიმუშავოთ უცხოელ პარტნიორებთან, რომ მხარი დაუჭირონ ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, მეორე ნაბიჯის გადადგმა, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას გულისხმობს. დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” მიღება.

„პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო პირველი ნაბიჯი. ახლა აუცილებელია მეორე ნაბიჯის გადადგმა და ეს არის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ მიერ მიღებული იქნეს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” და ისინი შეუერთდნენ იმ სანქციებს, რომელსაც საქართველო შემოიღებს და დააწესებს მკვლელების და დამნაშავეების მიმართ. ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, მიუხედავად ძალიან ბევრი განსხვავებისა რომელიც გვაქვს, მათ შორის პრემიერის წერილთან დაკავშირებით, ჟენევის პროცესთან დაკავშირებით და მთელ რიგ სხვა საკითხებში, ერთობლივად ვიმუშავოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის კონკრეტულად მოვამზადოთ ერთობლივი წერილი საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის, რომლის ადრესატიც იქნება აშშ-ს კონგრესი, ევროპარლამენტი, მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტები და რომელი წერილითაც ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს ვთხოვთ შემოუერთდნენ სანქციებს და მხარი დაუჭირონ ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას”. ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავსაჯოთ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა მომავალში, რომ ვერც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვერც ადგილობრივი დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ვეღარ გაბედონ მომავალში ქართველების გატაცება, მათი წამება და მკვლელობა. ამისთვის ვფიქრობ, ერთობლივი წერილი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი. ჩვენ მზად ვართ ამ წერილისთვის იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობაც საქმის და ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე პოზიტიურად მიუდგება ამ ინიციატივას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს