ბათუმის ნავსადგურის თანამშრომელი - შიმშილობას 6 ადამიანი კვლავ გააგრძელებს, თუმცა თანამშრომლებს მოვუწოდებ, სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ

ბათუმის ნავსადგურში თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების შეხვედრა დასრულდა. როგორც ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თენგიზ სურმანიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით შიმშილს 6 ადამიანი კვლავ გააგრძელებს. მანვე თანამშრომლებს მოუწოდა, სამუშაო პროცესს დაუბრუნდენენ, რათა საწარმოს პარალიზება არ მოხდეს.

როგორც თენგიზ სურმანიძემ განაცხადა, ისინი ყაზახეთიდან დელეგაციას ელოდებიან, რომელიც პროცესს გაეცნობა და შემდგომ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ, საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს