ნათია მეზვრიშვილი - გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, თითქოს სკოლაში შედის პოლიცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, თითქოს სკოლაში შედის პოლიცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც კომენტარი გააკეთა „ზოგადი განათლების“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

მისივე თქმით, კანონპროექტის თნახმად, ყველა იმ ქმედებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, ეს იქნება მოსწავლეების განცალკევება თუ მეტალოდეტექტორით ზედაპირული დათვალიერება, მოხდება მოზარდის მშობლის ინფორმირება და სკოლის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„გუშინ მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი „ზოგადი განათლების“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც მანდატურის სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტზე ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან. კანონპროექტის ძირითადი მიზანი როგორც სკოლებში, ისე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გაძლიერებაა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. კანონპოექტი მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს, ასევე, მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის გაზრდას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტის მიხედვით ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება კამერების დამონტაჟება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მანდატური შეიძენს მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს, მათ შორის მოსწავლეების განცალკევების უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მოზარდებს შორის კონფლიქტური სიტუაცია, მას შეეძლება კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით მოსწავლეები ერთმანეთისგან განაცალკევოს, მათთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესაბამის გარემოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცალკევების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და სკოლის წარმომადგენლები. ამიტომ გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, თითქოს სკოლაში შედის პოლიცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა იმ ქმედებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, ეს იქნება განცალკევება თუ მეტალოდეტექტორით ზედაპირული დათვალიერება, მოხდება მოზარდის მშობლის ინფორმირება და მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი.

მანდატურის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად იზრდება, მისი თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მოხდება მანდატურის სამსახურის მიერ. ასევე, გარკვეული მოთხოვნები უწესდება მანდატურის კანდიდატს, ანუ თანამდებობაზე დასანიშნ პირს. ისინი იქნებიან 21 წელს მიღწეული პირები, რომლებსაც განსხვავებით დღეს არსებული კანონმდებლობისგან, უნდა ჰქონდეთ ან უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება.

ეს არის კანონპროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის, ფსიქოლოგების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით რამე გამოცდილება გააჩნია. ყველას მოსაზრება ასახული და გათვალისწინებულია. ბალანსი საპოლიციო ფუნქციებსა და მანდატურის უფლებამოსილებას შორის დაცულია და მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული.

მეტალოდეტექტორით გარეგანი დათვალიერება არის საკმაოდ აპრობირებული მეთოდი. სწორედ ამიტომ პირდაპირ წერია კანონპროექტში უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ასევე მანდატურის იმავე სქესის წარმომადგენელმა, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა განახორციელოს უკონტაქტო დათვალიერება მეტალოდეტექტორების გამოყენებით და მაქსიმალურად იქნება ამ პროცესებში დაცული მოზარდების უფლებები. მანდატური იზრუნებს უსაფრთხოებაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სკოლის წარმომადგენლები და ბავშვების ჩართვა სხვადასხვა სასკოლო პროგრამებში და აქტივობებში იქნება უზრუნველყოფილი. ერთი მხრივ ვიცავთ უსაფრთხოებას სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფორმაციის მიმოცვლა შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება უფრო კოორდინირებულად და მეორე მხრივ სასკოლო და სხვა აქტივობებში მოზარდების გადამისამართებით ვზრუნავთ მათში დანაშაულის პრევენციაზე", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო