„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მე-4 შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

იუსტიციის სამინისტრომ წინა სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, დღეს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდება კანონპროექტის კორექტირებული ვერსია, რომლის განხილვაც სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის შეჯერებული რედაქციის ინიცირება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში