ტარიელ კაკაბაძე - ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა საქმეში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის ჩასატარებლად ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში დაახლოებით 10 დღეში ჩამოვლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ექსპერტები ნივთმტკიცებებთან სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა საქმეში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში დაბრუნებას დაახლოებით 10 დღეში აპირებენ, რათა გააგრძელონ მუშაობა იმ ნივთმტკიცებებთან, რომლებიც გადმოგვეცემა ბრალდების მხარის მიერ. ამ ეტაპზე ნამდვილად არაფერი უდგას წინ იმას, რომ გადმოგვეცეს ნივთმტკიცებები, თუმცა ველოდებით საქართველოში ექსპერტების ჩამოსვლას. მძიმე სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ დღეების და თვეების განმავლობაში დარჩნენ საქართველოში. შესაბამისად, ისინი დაახლოებით თვეში ორჯერ შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და მუშაობას ექსპერტიზებზე. დარწმუნებული ვარ, ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა უპასუხებს იმ შეკითხვებს, რასაც ბრალდების მხარის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ პასუხობს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა