ირაკლი კობახიძე - პარლამენტში შს მინისტრის მოსმენის დროს "ბასიანში" ჩატარებული სპეცოპერაციის კონკრეტული დეტალები განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კლუბ "ბასიანში" ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში შს მინისტრს მიმდინარე კვირაში მოუსმენენ. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე კონკრეტული დეტალები განიხილება.

"ჩვენთვის მთავარია დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის მზადყოფნა. ამ კვირის ბოლომდე შედგება საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა შს მინისტრთან და იქ განვიხილავთ დეტალებს. მე მაქვს გარკვეული წინასწარი განწყობა. მქონდა შეხვედრა შს მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის შერჩევის მიზეზები და ა.შ. ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, საბოლოო პოზიციას ვერ ჩამოვიყალიბებთ",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური სახით და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც განიცადა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ. "2012 წლამდე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას როგორც წესი ხელისუფლება უპირისპირებდა ხოლმე სისასტიკესაც კი. ეს არის რადიკალურად შეცვლილი და დღევანდელი პრაქტიკა არის რადიკალურად შეცვლილი. ეს დავინახეთ გასული დღეების განმავლობაში. სპეცოპერაციის დღესაც არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა სხეულის თუნდაც მსუბუქი დაზიანების, ხელკეტის გამოყენების, რაც მიუთითებს, რომ სისტემა მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, გამოხატვის უფლების დაცვა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს