ომბუდსმენის მოადგილე - ამ ეტაპზე არ შემოსულა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა 12 მაისის ღამეს ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან

ამ ეტაპზე ჩვენთან განცხადება არ შემოსულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა 12 მაისის ღამეს ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან, - ამის შესახებ ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც შს მინისტრისა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორების შეხვედრას ესწრებოდა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველმა დღეს გამოითხოვა ვიდეო-ჩანაწერები და სრული სურათი მათი მიღების შემდეგ იქნება ცნობილი.

“დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ უშაულოდ ჩხრეკის და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა 11-12 მაისს ღამის კლუბებში. ვისაუბრეთ ასევე მანიფესტაციის დროს განვითარებულ მოვლენებზე. შევთანხდმით, რომ შს სამინისტრო მოგვაწვდის გარკვეულ ვიდეო-მასალებს, ასევე ჩვენ შევისწავლით ყველა ინფორმაციას. სახალხო დამცველი შეისწავლის ყველა საკითხს და საბოლოო ჯამში დავადგენთ თუ რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ჩვენ ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, ანუ ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ კლუბ „გალერისთან“ დაკავშირებით არ არსებობდა შესაბამისი განჩინება, ამ საკითხსაც შევისწავლით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს