დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვს

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ თავდასხმისა და მისი ვაჟის მკვლელობის გამოძიების საქმეში, ჯერჯერობით სიახლე არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დოდო გუგეშაშვილმა განუცხადა, მისი მოთხოვნა, რომ საქმესთან დაკავშირებით შეხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, კვლავ ძალაში რჩება.

„გამოძიება, როგორც ჩანს მიმდინარეობს, თუმცა სიახლე არაფერია. ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. რაც შეეხება მკვლელის ფოტორობოტს, ვიცი, რომ შს სამმართველოში შექმნილია. საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ვითხოვდი შეხვედრას, მაგრამ რაიმე სახის მცირე ცვლილებაც რომ იყოს ძიების საქმეში მერე უფრო საინტერესო იქნებოდა გიორგი გახარიასთან შეხვედრა. შეხვედრის თხოვნა ისევ ძალაშია, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეული პერიოდი მე თავად მაქვს აღებული, რომ იქნებ, რაიმე დაიძრას. ველოდები გამოძიების კონკრეტულ პასუხს, რათა ამ პასუხით შევხვდე მინისტრს“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს