„ენერგო პრო ჯორჯია“ - ბათუმში, ახალგაზრდების დაშავება ელექტროგადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბათუმში, ახალგაზრდების დაშავება ელექტროგადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება.აღნიშნულ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„დაზუსტებული ინფორმაციით, ბათუმში, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება და კანონით განსაზღვრული გაბარიტი, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო და არის, შესაბამისად, მდინარეზე, ხიდიდან თევზაობისას ახალგაზრდების დაშავება, გადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება. სავარაუდოდ ხაზთან შეხება მოხდა თევზაობისთვის საჭირო მოწყობილობით.

სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ და რა გარემოებაში მოხდა ახალგაზრდების დაშავება, გამოძიება დაადგენს“, - ნათქვამია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში თევზაობის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად