კახა კალაძე - მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება

მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება და მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, "გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უტიფარი წევრები ცდილობენ ამ ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ".

"თან არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მათ მორალური უფლება არ აქვთ ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა, ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არა აქვს უფლება ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. ესენი არიან რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზე არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო",- განაცხადა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს