იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან

მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭორდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, 4 ივნისის სხდომაზე მიიღო. ტრენინგების ხანგრძლივობა განისაზღვრა წელიწადში არანაკლებ სამი დღით, მეთოდიკის განსაზღვრას და ჩატარებას კი იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს.

ტრენინგების ჩატარების საკითხის ინიციატორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირმა გელაშვილია. მისი განცხადებით, ტრენინგების სავალდებულო პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. ირმა გელაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებას, რადგან მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მუდმივად გაეცნონ სიახლეებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა