გიორგი მარგველაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს, რომელთანაც დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ფედერაციის მცდელობებს შეუზღუდოს მოძრაობის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას პრეზიდენტმა განიხილა რუსეთი პროპაგანდის მეთოდები განიხილა, რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა