„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები დატოვონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წინ არსებულ კარვებში შესვლას ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კოტე იოსელიანი და პარტიის სხვა წევრები. ისინი მოითხოვენ აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები პოლიციის თანამშრომლებმა დატოვონ. ნიკა მელია ასევე ითხოვს პოლიციის პასუხისმგებელ პირს, რომელიც მას კითხვებზე პასუხს გასცემს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის მისამართით განცხადებას აკეთებს.

"ამ ადამიანმა გადააქცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნაწილი ბანდიტურ დაჯგუფებად. დღეს, რუსთაველის გამზირზე, დილის 06:00 საათიდან უკვე სისხლის სამართლის 5 დანაშაული ჩაიდინა. ეს არის: პოლიტიკოსების გატაცება, პოლიტიკოსების დაშინება, დანაშაულებრივი დავალებების შესრულება, მას აქვს მხოლოდ დღეს რამდენიმე დანაშაული ჩადენილი და ამას არ აკეთებს შემთხვევით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე არის ადიკო ივანიშვილის ნათლული. ის არის ივანიშვილის ოჯახის პირადი პოლიციელი, რომელმაც პოლიციის ნაწილი გადააქცია ბანდიტურ დაჯგუფებად. ამ დაჯგუფებებს იყენებს ხალხის დასათრგუნად, რამდენად გაუვათ ეს, ამას შემდეგი დღეები აჩვენებს", - განაცხადა ზოდელავამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს