სასულიერო პირებს რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით ტრენინგი „სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით“ ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ტრენინგი 2018-20 წლებში ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად თბილისში გაიმართება და მასში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელ სემინარს დაესწრნენ: საქართველოს ეზიდთა სასულიერო კრების, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სახარების რწმენის ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, სახარების რწმენის ეკლესიის, ევანგელურ - ლუთერული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსები, სასულიერო პირები და წარმომადგენლები.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლება ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო