გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ აღნიშნულ პოსტზე საპროკურორო საბჭოს გოგაძის კანდიდატურა გოგაძესთან შეთანხმების გარეშე წარუდგინა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარადგინა მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გოგაძე. გიორგი გოგაძე მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას გამოცხადებული ნდობისთვის, თუმცა წარდგენა მთავარი პროკურორის კანდიდატად მოხდა მასთან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე. გიორგი გოგაძის სამომავლო გეგმებში არ შედის აღნიშნული თანამდებობის დაკავება და შესაბამისად, ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას”, - განაცხადეს პროკურატურაში.

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის პოსტზე დღემდე 7 განაცხადი იყო შესული, მათ შორის ამ თანამდებობაზე გიორგი გოგაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?