იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე–11 მე–12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს. ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა.

სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები, მათ ასევე, ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ბავშვებმა მე–3 ქვეითი ბრიგადის სიმულაციის ოთახებში იარაღის სროლაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები.

აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტი ,,ღია კარის დღე“ სხვადასხვა სამხედრო ნაწილშიც გაგრძელდება და მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორია ჯარისკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მომორიალი გვირგვინით შეამკო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს