„ალდაგი“ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც მოსწავლეების ექსკურსიებზე გადაყვანას უზრუნველყოფენ, დაზღვევას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს ექსკურსიებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე გადაყვანას უზრუნველყოფენ, ახალ ექსკლუზიურ პროდუქტს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანიიდან „ალდაგი“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ალდაგის“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ამ კატეგორიის ყველა სატრანსპორტო საშუალებას შესაძლებლობა ეძლევა, დააზღვიოს ავტომობილი, მძღოლის პასუხისმგებლობა და მგზავრები შემდეგი რისკისგან: ავტომობილით მგზავრობისას დამდგარი უბედური შემთხვევა, რაც თითოეული დაზარალებულის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის, საავადმყოფომდე მიყვანის, საავადმყოფოში მკურნალობისა და ყოფნის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

პოლისით, ასევე, იფარება: ავტოსაგზაო შემთხვევის, ხანძრის, აფეთქების, ვანდალიზმის, სტიქიური უბედურებების, სეტყვის, მიწისძვრის, ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის რისკები. აღსანიშნავია, რომ „ალდაგის“ ახალ პროდუქტში გაზრდილი სადაზღვევო ლიმიტი 100 (ასი) ათას ლარს შეადგენს და ის მიკროავტობუსში მჯდომი ყველა მგზავრის ჯანმრთელობის დაზღვევას მოიცავს.

„ალდაგის“ ახალი პროდუქტი შეიქმნა განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით იმ გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ბავშვთა გადასაყვანად განკუთვნილი ტრანსპორტის დაზღვევას გულისხმობს.

მიკროავტობუსების მძღოლები „ალდაგის“ სპეციალური ფასებითა და პირობებით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა