ლევან დადუნაშვილის დედა - პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში

პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში და შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერი პროფესიონალები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით.

„ისინი საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან, რადგან თითოეული სასამართლო პროცესი იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. ეს პირდაპირ ჩანდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი მოწმე იყო დასაკითხი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს. სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე, იქ ხდებოდა დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ. 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანას და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა, რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა, გაიყვანეთ ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი, ეს ბავშვი არც ჩხუბობდა და უყურებდა, ჰყავდა დამნაშავე დანახული და თქვა: ეს იყო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ჰქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. „პირველად ვერ ვხვდებოდი, პროვოცირება რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი, როცა დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები იყვნენ ადვოკატებისთვის. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში და შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო