დავით ზალკალიანი - დღეს ისტორიული დღეა - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას

დღეს ისტორიული დღე გახლავთ - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ხელმოწერამ თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის პროგრამაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოტანილი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მომავალში",- განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ძალაში შევიდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომლითაც საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა; ევროკავშირთან დაიწყო მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე; ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ქვეყანამ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო; შეუერთდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა