ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ არ და ვერ შევეგუებით უსამართლობას, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ დაშორიშორებული საზოგადოებების ერთმანეთთან შერიგებისთვის

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას კომენტარით პასუხობს. მინისტრის განცხადებით, ეს სია არის სამართლის აღსრულების ხელშეწყობისა და მსგავსი დანაშაულებების პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

„ჩვენ ვერ და არ შევურიგდებით უსამართლობას, დანაშაულს, კრიმინალს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, სიცოცხლის მოსპობას, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მართმსაჯულება აღსრულდეს და დავიცვათ მოსახლეობა ხელოვნური გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

ამასთან, ყველაფერს გავაკეთებთ ამ ხაზებით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებისა და მათი მშვიდობიანი, უსაფრთხო და განვითარებული მომავლისთვის. ეს ორი სხვადასხვა რამაა: სამშვიდობო პოლიტიკა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა.

უმჯებესი იქნება ის ფორმატები, რაც არსებობს, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც ქართული მხარე აგრძელებს კონსტრუქციულ ჩართულობას, გამოყენებული იქნას დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების არსებითად განხილვისა და პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე ყოფა, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს