ამირან გამყრელიძე საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–6 საერთაშორისო კონგრესზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოხსენებით წარდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამირან გამყრელიძემ თავის მოხსენებაში გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არაგადამდები დაავადებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სიკვდილიანობის სტატისტიკასა და ამ ტიპის დაავადებებთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტი.

მათი ინფორმაციით, კონგრესში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, 24 სიმპოზიუმი ჩატარდა, სადაც რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტი განიხილეს.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–6 საერთაშორისო კონგრესი 28 ივნისს გაიხსნა და დღეს დაიხურება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს