„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყება - თბილისმა გადაწყვიტა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე კომენტარს აკეთებს. „საქართველოში პერმანენტულად არსებული არასტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა, მივდივართ დასკვნამდე, რომ თბილისმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, რაც მოქმედი ხელისუფლების პოპულისტურ ინტერესებს ემსახურება“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, „ამგვარი ქმედებების ცინიზმი აშკარაა, ვინაიდან ეს ხდება ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამ 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით თავისი ტერიტორიიდან ასი ათასზე მეტი ოსი განდევნა“.

„ამ სიის გამოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოფიციალური თბილისის უპასუხისმგებლო ქმედებებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინაშე საკუთარი დანაშაულის გააზრების შიშს. უდავოა, რომ ამგვარი სასანქციო ქმედებები პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ატმოსფეროზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს შესაბამისი ზომები მიიღოს განსაზღვრული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს