ნათია მიქელაძე - გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში შესაძლოა მცირედი ცვლილებები შევიდეს

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში შესაძლოა მცირედი ცვლილებები შევიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, საკითხს კომიტეტზე მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან.

„საკმაოდ ვრცელი განხილვა გაიმართა წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტის. შესაბამისად, იყო უმრავლესობის მხრიდანაც გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები ჩვენი შემოთავაზებული გაერთიანებული სამინისტორების დასათაურებებთან დაკავშირებით. კომიტეტზე მეორე მოსმენით გვექნება განხილვა, მცირედი კორექტირება გვექნება დასათაურებაში და იქნება ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვფიქრობთ, რომ სათაურები არ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ამიტომ ახლა დაზუსტებით ვერ ვიტყვი. კომიტეტზე ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ საკითხს და მეორე მოსმენით ზუსტად გვეცოდენება, სათაურები განიცდის თუ არა სამომავლოდ ცვლილებას“, - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

მას ასევე ისაუბრა ოპოზიციის შენიშვნებზე და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციაში ვერ ხედავენ იმ რეალურ შედეგს, რაც უნდა დადგეს. მიქელაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ შედეგებს უახლოეს პერიოდში დაინახავს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს