„ნენსკრა ჰიდრო“ - კომპანია ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელობამ ადგილზე საგანგებო შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა.

კომპანია გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაზე მუშაობს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენი კომპანიის სუბკონტრაქტორმა - „ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა“ მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ამასთანავე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით შევიძინეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები და მედიკამენტები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს