ფინანსთა მინისტრი - დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს

დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ დღეს, ქუთაისში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის თაობაზე ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.

"კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი, რომელიც უპრეცედენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველ კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა