ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და ადგილობრივ მცხოვრებლებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ, - აამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტები, დღეს, სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ორგანიზაციებმა ჩაიტანეს, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 300 ტომარა პურის ფქვილი გაგზავნა.

საკვებ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებში საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ურიგებენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს