სოზარ სუბარი - ჭუბერში ზარალი ძალიან დიდია, 40-მდე ადამიანი რჩება გარესამყაროს მოწყვეტილი, რომლებთანაც სურსათი ცხენით შეგვაქვს

ჭუბერის თემში, სოფელ ტიტაში, 40-მდე ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

თუმცა, სუბარის ინფორმაციით, მათ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჯერ ვეტმფრენით მიაწოდეს, ამ ეტაპზე კი, ცხენების საშუალებით დამატებითი ნივთებიც მიეწოდებათ.

„სტიქიის შედეგად მოწყვეტილი არც ერთი სოფელი არ ყოფილა, უბრალოდ, იქ შეუძლებელი იყო მძიმე ტექნიკის გადაყვანა. 10 კილომეტრიანი გზის მოვლის შემთხვევაში, ამ მოსახლეობასაც ვუკავშირდებოდით. ერთი პატარა სოფელი - ტიტა რჩება პრობლემად, სადაც 2 ოჯახი ცხოვრობს. ეს ორი ოჯახი გახდა მწყემსების თავშესაფარი, რომლებიც სოფლის ირგვლივ განლაგებულ იალაღებზე იყვნენ. მწყემსები პრაქტიკულად, სოფელს მოწყვეტილები არიან, თუმცა, ჩამოდიან და ამ მოსახლეობასთან ცხოვრობენ. იქ რომ სურსათის და მედიკამენტების პრობლემა არ გაჩენილიყო, პირველ დღეებში ვეტმფრენებით მივაწოდეთ ყველა საჭირო მედიკამენტი და სურსათი. ქალები და ბავშვები გადმოვიყვანეთ ასევე ვეტმფრენებით. ახლა ცხენების საშუალებით შეგვაქვს სურსათი და პარალელურად მიმდინარეობს სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა. ახლა ამ სოფელში იმყოფება 40-მდე ადამიანი, ვინც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. თუმცა, გზის პრობლემის გარდა, მათ სხვა პრობლემა არ აქვთ, კომუნიკაცია ტელეფონით ხორციელდება და სურსათი ცხენების საშუალებით შეგვაქვს. ვერტმფრენთან დაკავშირებით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამაშველო სამსახურს, რადგან მათ სოფელ ბეჩოში ადამიანი წყლიდან ამოიყვანეს და ზუსტად 1 წუთის მერე ეს ადგილი არ არსებობდა, ის ადიდებულმა მორევმა წალეკა და გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იქნებოდა. პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო ვერტმფრენში და იდეაში, ამ ვერტმფრენით ის უნდა გამოფრენილიყო ჭუბერში, თუმცა, ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაზე გაგზავნა და თვითონ ავტომანქანით წამოვიდა“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ზარალს, მისი თქმით, სრულად არის აღწერილი, დათვლილი, თუმცა, კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავს შეიკავებს, „რადგან უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ამის შემდეგ დასახელდება“.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაღალი რიცხვია“, - აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა