მამუკა ბახტაძე - ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა

ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჭუბერში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული, განსაკუთრებით მოხალისეებს.

„ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღავდგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა