საქართველოს მთელი ტერიტორია სტიქიური უბედურებების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემებით აღიჭურვება

7 წელიწადში საქართველოს მთელი ტერიტორია ჰიდრომეტეოროლოგიური თუ გეოლოგიური წარმოშობის სტიქიური უბედურებების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემებით აღიჭურვება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ მიზნით გლობალური კლიმატის ფონდმა საქართველოს გრანტის სახით 27 მილიონი დოლარი გამოუყო.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სტიქიური უბედურებები განვითარდა საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი იქნება ეკოლოგიური საკითხების მოგვარება და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან მწვანე ეკონომიკის და ეკოლოგიის მიმართულებით. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია საკმაოდ ინტენსიური, მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გლობალურად, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს უპასუხებს. 2018 წლის ბოლოდან მთელი საქართველოს მასშტაბით ადრეული შეტყობინებების სისტემას დავნერგავთ და ჰიდრომეტეოროლოგიური თუ გეოლოგიური წარმოშობის სტიქიური უბედურებების შესახებ გვექნება წინასწარი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფოს მხრიდან რეაქციას ასეთი ტიპის რისკებზე. გლობალური კლიმატის ფონდიდან 27-მილიონიანი დახმარება მივიღეთ, რაც ბევრი წლის განმავლობაში არ გვქონია. 2019 წლიდან დაიწყება ასეთი ტიპის სადგურების ყველა იმ რისკწერტილებში განთავსება, სადაც პოტენციურად სტიქიური მოვლენების რისკი გვაქვს. რამდენიმეწლიანი პროექტი ძირითადად განხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ ინფორმაციის სწორად გამოყენება მოხდეს და უწყებებს და მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაიწყება ინფორმაციის შეგროვება, 2-3 წლის პერსპექტივაში იგეგმება სადგურების განთავსება. „საბოლოოდ ეს არის 7-წლიანი პროექტი, როცა საქართველო მთლიანად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ჰიდრომეტეოროლოგიის მიმართულებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართულებით ბევრი რამ გასაკეთებელი გვაქვს, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვა ბევრი მიმართულებით გვჭირდება და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მარტო არ ვართ და დონორები გვეხმარებიან“, - დასძინა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა