ლევან იზორია ნიკა მელიას - მორალს შენ მე ნუ მიკითხავ

მორალს შენ მე ნუ მიკითხავ - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიას.

ოპოზიციონერი დეპუტატი თავდაცვის მინისტრისგან დაინტერესდა, როგორ მოიგო ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა პეტრე დევრიშაძემ თავდაცვის ტენდერები. „ნორმალური სახელმწიფო რომ ვიყოთ, ჯერ ერთი ეს ფაქტი არ მოხდებოდა და თუ მოხდებოდა, თქვენ დღეს აქ არ იქნებოდით წარმოდგენილი მინისტრთა კბინეტში. ვგულისხმობ ფაქტს, როდესაც 21 ტენდერი მოაგებინეთ თქვენ და თქვენს გვერდით მჯდომმა ბატონმა შს მინისტრმა რუსეთის ოფიციალურ ჯაშუშს.

4 მილიონი ლარი ოფიციალურმა ჯაშუშმა მოიგო თავდაცვის სამინისტროში არაერთი ტენდერი. საერთოდ აქ რომ ხართ, ეს უკვე ანეგდოტი და კურიოზია. როდესაც თავდაცვის სამინისტროში ასეთი ჩავარდნაა, რა პოლიტიკური უფლება გაქვთ ან რა მორალური უფლება გაქვთ, იყოთ უმნიშვნელოვანესი უწყების პირველი პირი?!“, - მიმართა ნიკა მილიამ ლევან იზორიას.

„მორალს შენ მე ნუ მიკითხავ. მე შენ მორალურად გეუბნები შენობით და თუ ამაში ამორალურს ხედავ რამეს, კი ბატონო. მორალურად და სამართლებრივად აგიხსნი და მინდა ცოტა გაგათვითცნობიერო ამ თემაში. ვხედავ, რომ არ გაქვს არც ინფორმაცია და არც სამართლებრივი განათლება, ამიტომ ვეცდები ინფორმაცია მოგაწოდო და თან თქვენი განათლებით ვიზრუნო. ამბობ, რომ მოაგებინეთო - ეს თქვენი სამართლებრივი განათლების დონეზე მეტყველებს. „ნაციონალური მოძრაობის“ აზროვნებაა და ისინი მართლაც აგებინებდნენ ტენდერებს. არსებობს ორი ტიპის შესყიდვა - ელექტორნული და საიდუმლო ტიპის შესყიდვა. ამ პიროვნებას, რომელიც თქვენი პარტიის მეგობარი იყო, აქვს ათეულობით მანქანა ნაჩუქარი თქვენთვის. რაც შეეხება სამართლებრივ გამიჯვნას, ამ პიროვნებას არც ერთხელ არ მიუღია საიდუმლო შესყიდვებში მონაწილეობა“, - მიმართა იზორიამ მელიას.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ვერც ის და ვერც ადმინისტრაციული ორგანო ვერ განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა მიიღოს ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობა. „რაც შეეხება იმ პოზიტიურ ვალდებულებას, რომელზეც მე გესაუბრეთ, ეს უკვე იკვეთება ისეთ ტენდერებთან მიმართებაში, რომელშიც საიდუმლოა. საიდუმლო ტენდერებთან მიმართებაში უკვე როგორც მინისტრს, ასევე ცალკეულ სახელმწიფო ორგანოს, აქვს ვალდებულება იცოდეს, ვინ იღებს მონაწილეობას ტენდერში. ასეთ ტენდერში ამ პიროვნებას მონაწილეობა არ მიუღია.

საიდუმლო შესყიდვების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს გარკვეულ ნებართვებს და მისი დისკრეციის ფარგლებში ზღუდავს გარკვეულ სუბიექტებს, რომ არ მიიღონ მათ ტენდერებში მონაწილეობა.

ასე რომ, ეს მკვეთრი ზღვარი უნდა გავდოთ და ამ შემთხვევაში სწორედ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პორიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის და გამჭვირვალობის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა მას, მიეღო მონაწილეობა ტენდერებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო